25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა თიბისის სტაჟირების პროგრამის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო პანელური დისკუსია, სადაც თიბისის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის, თიბისის სტაჟიორის საინტერესო გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ თიბისის ბრენდირებული საჩუქრები.