16 ნოემბერს პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის საინვესტიციო სამსახურის უფროსს შეხვდნენ.
თბილისის მერია კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ასევე კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია სტიმულირების საჭიროების მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების წინასწარი კვლევა.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.