თბილისის ტური CU-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის

11 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის ტური გაიმართა.

 

ტურს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი ტატო გონაშვილი, რომელმაც მონაწილეებს ქალაქის ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცნო.

 

ტურის ფარგლებში საერთაშორისო სტუდენტებმა დაათვალიერეს თბილისის ყველაზე პოპულარული და ისტორიული ადგილები და გაეცნენ ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას.