TechCamp კავკასიის უნივერსიტეტში

16 თებერვალი 2023

16-18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი TechCamp-ს მასპინძლობს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება თემაზე: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში (Countering Disinformation Throughout the Caucasus.)

 

TechCamp-ის ვორკშოპების სერიაში მონაწილეობას იღებენ როგორც აშშ-ის საელჩოს, კავკასიის უნივერსიტეტისა და TechCamp-ის წარმომადგენლები, ასევე ის ტრენერები, რომლებიც ტრენინგებს სხვადასხვა თემების ირგვლივ ჩაატარებენ. აღნიშნული ტრენინგების მიზანია მონაწილეებს იმ ინსტრუმენტებისა და კონცეფციების შესწავლა/აღმოჩენაში დაეხმარონ, რომელთა ცოდნაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია და  ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერებას. 

 

TechCamps არის პრაქტიკული, მონაწილეთა ინტერესებზე ორიენტირებული ვორკშოპები, რომლებიც აკავშირებენ კერძო სექტორის ტექნოლოგიების ექსპერტებს ძირითად პოპულაციებთან - ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების დამცველებთან და ა.შ. - რათა შეისწავლონ და გამოიყენონ ინოვაციური ტექნიკური მიდგომები გლობალურ საკითხებზე მუშაობისა. ასევე, TechCamp ეხმარება მონაწილეებს, რომ განახორციელონ თავიანთი პროექტები სემინარის შემდგომ, შეიძინონ საქმიანი კავშირები როგორც ერთმანეთთან, ასევე ტრენერებთან თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

 

TechCamp-მა სტარტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 2010 წელს აიღო და მას შემდეგ განახორციელა 40-ზე მეტი TechCamp სემინარი მთელს მსოფლიოში, რომელმაც 110-ზე მეტი ქვეყნიდან 2100-ზე მეტი მონაწილე მოამზადა. 2019 წლის TechCamp პროგრამა გადავიდა განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროში (ECA).