16-18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტი TechCamp-ს მასპინძლობდა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება თემაზე: დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში.
ვორკშოპების სერიაში მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, რომ აღმოეჩინათ თავიანთი გუნდები, რომლებთან ერთადაც შემდგომი სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს. ასევე, მონაწილეებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობისთვის ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:
- მონაცემთა გადამოწმება - ტრენერი: სანჯინ იბრაჰიმოვიჩი
- სოციალური მედიის ანალიტიკა - ტრენერი: ფოტინ ვრიკი
- ბლოგინგი/პოდკასტინგი - ტრენერი: ნიკო ნერგაძე
- მედიაწიგნიერება განათლებაში - ტრენერი: გიორგი ჯოლოგუა
- მობილური ვიდეო სოციალური მედიისთვის - ტრენერი: ბარბარა ვეიდმანი
- მონაცემთა ვიზუალიზაცია - ტრენერი: ირაკლი ჭუმბურიძე
TechCamps-ში მონაწილე თითოეულ ადამიანს, დასკვნით შეხვედრაზე, მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, კურსდამთავრებულნი ხდებიან ალუმნი ქსელის წევრები, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ საგრანტო დაფინანსებებზე ჰქონდეთ წვდომა.
TechCamp-ის ვორკშოპების სერიაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის საელჩოს, კავკასიის უნივერსიტეტისა და TechCamp-ის წარმომადგენლები. ზემოთ აღნიშნული ტრენინგების მიზანი იყო, რომ მონაწილეებს იმ ინსტრუმენტების და კონცეფციები შეესწავლა/აღმოჩენაში დახმარებოდა, რომელთა ცოდნაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერებას.
უნდა აღინიშნოს, რომ TechCamps არის პრაქტიკული, მონაწილეთა ინტერესებზე ორიენტირებული ვორკშოპები, რომლებიც აკავშირებენ კერძო სექტორის ტექნოლოგიების ექსპერტებს ძირითად პოპულაციებთან, რათა შეისწავლონ და გამოიყენონ ინოვაციური ტექნიკური მიდგომები გლობალურ საკითხებზე მუშაობისა. ასევე, TechCamp ეხმარება მონაწილეებს, რომ განახორციელონ თავიანთი პროექტები სემინარის შემდგომ, შეიძინონ საქმიანი კავშირები როგორც ერთმანეთთან, ასევე ტრენერებთან თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
TechCamp-მა სტარტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 2010 წელს აიღო და მას შემდეგ განახორციელა 40-ზე მეტი TechCamp სემინარი მთელს მსოფლიოში, რომელმაც 110-ზე მეტი ქვეყნიდან 2100-ზე მეტი მონაწილე მოამზადა. 2019 წლის TechCamp პროგრამა გადავიდა განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროში (ECA).