ოსტვესტფალენ-ლიპეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტში

29 სექტემბერი 2026

28 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ოსტვესტფალენ-ლიპეს ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანია, სტუდენტების ჯგუფს სასწავლო ვიზიტით უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა სტუდენტთა ჯგუფი და დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი შოლპან გაისინა, რომელთაც კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმაპსინძლეს.

 

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტი და მისი საგანმანათლებლო გარემო გააცნეს, სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებისთვის ჩატარდა აქტივობა „How to Survive in Georgia“, რომელიც სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის და კავკასიის უნივერსიტეტის ელჩების აქტიური ჩართულობით ჩატარდა. აქტივობის ფარგლებში სტუდენტებმა საქართველოს ყოველდღიურობასა და ადგილობრივ გარემოსთან დაკავშირებული პრაქტიკული ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს. 

 

ვიზიტის დასასრულს კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროფესორმა, ვახტანგ ფარცვანიამ, ჩაატარა ლექცია თემაზე “საქართველოს ეკონომიკა და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სანქციების ეპოქაში“. 

 

აღნიშნული ვიზიტი TH OWL-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტუდენტური გაცვლების განვითარების ფარგლებში, აკადემიური და კულტურული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო.