კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარომადგენლის ვიზიტი

19 აპრილი 2019

15-19 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა კაუნას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Kaunas University of Technology) წარმომადგენლს- ვაიდა კასტაუნიენეს უმასპინძლა.

 

სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების, ფინანსურ, ხარისხის უზრუნველყოფის და კვლევების ხელშეწყობის დეპარტემენტებთან.

 

სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არესებული თანამშრომლობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

 

კაუნას ტექნოლოგიების უნივერსიტეტი  ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა კი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.