პროექტი „ადამიანები და რეალობა“ წიგნის თარგმნის პროგრამის გამარჯვებულია

10 სექტემბერი 2024

პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნება ცნობილი ავტორისა და მეწარმის გიფ კონსტებლის ადამიანები და რეალობა: სწრაფი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტების საშუალებით.

 

წიგნი აუცილებელი რესურსია მეწარმეების, ბიზნესის ადმინისტრატორების, მენეჯერების, ეკონომისტებისა და განსაკუთრებით მათთვის ვინც დაინტერესებულია პროდუქტის/სერვისის განვითარებითა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებით. წიგნში სიღრმისეულადაა განხილული  მომხმარებლის საჭიროებებისა და შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდების ჩარჩო, ასევე მოცემულია სტარტაპ იდეის ვალიდაციის ეტაპები მასში ფინანსური რესურსის ჩადებამდე და პოტენციური მომხმარებლების მოძიებისა და მომხმარებელთან სტრატეგიული კომუნიკაციის პრინციპები.

 

გიფ კონსტებლის ადამიანები და რეალობა წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურს მომხმარებლის და კომპანიის/სერვისის მედიაციისთვის და ეფექტური, სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით ბრენდის ჩამოყალიბების წინაპირობას. წიგნში აღნიშნული პრინციპები გააძლიერებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სექტორის სფეროების პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებასა და მის გლობალურ ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.