კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეშვიდე ნაკადის აქტივობები მიმდინარეობს.
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, სტარტაპ იდეების დახვეწას და მათ რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას. მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან სტარტაპის განვითარების ძირეულ კომპონენტებს და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ივითარებენ შესაბამის კომპეტენციებს.
პირველი 5 კვირის განმავლობაში, მონაწილეებმა იმუშავეს შემდეგ თემატიკებზე:
- იდეაციაცია და კრეატიული აზროვნების განვითარება;
- მომხმარებლის ძიება და ვალიდაცია;
- პრობლემის გადაწყვეტასთან თავსებადობა
- ბიზნეს მოდელი და შემოსავლის წყაროები;
- კონკურენტული ბაზრის ანალიზი; ბრენდინგი და დიზაინი
სესიებს უძღვებოდნენ წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლები, გამოცდილი მენტორები და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის:
- ირაკლი სვანიძე - CU - ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, სტარტაპ მენტორი;
- გიორგი კინწურაშვილი - თიბისი ბანკის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი;
- მარო კოშაძე - Amadeo - ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- ნინი მოსიაშვილი - Helio.ai - ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი.
პროგრამის მოწვეული სპიკერები:
- მაქსიმ რამიშვილი - Plug and Play Tech Center-ის Ventures მიმართულების პროგრამის მენეჯერი;
- დავით ციცქიშვილი - Axel-ის (Georgian Business Angel Network) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, FIFTY-ის ინვესტორი და VDC-ის თანადამფუძნებელი.
CUnicorn არის 10 კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც აერთიანებს თემატურ შეხვედრებს, პრაქტიკულ სესიებს და ინდივიდუალურ მენტორინგს. პროგრამის დასრულების შემდგომ კი, მონაწილეები საკუთარ სტარტაპ იდეებს დემო დღეზე წარადგენენ.
