კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია NAFSA-კონფერენციაზე

3 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციამ საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) ყოველწლიურ გამოფენა -კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ორლეანში, გაიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია - კონფერენციაში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებთან/პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სესიებსა და დისკუსიებში, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების მმართველობის ინოვაციურ მეთოდებსა და გამოწვევებს. საგულისხმოა, რომ წელს პირველად განხორციელებულ საპრეზიდენტო პროგრამაში კავკასიის უნივერსიტეტი ერთადერთი მონაწილე ქართული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება გახლდათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. ღონისძიების ფარგლებში, დაიგეგმა/განხორციელდა სამუშაო შეხვედრები როგორც არსებულ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე ახალ პოტენციურ პარტნიორებთან გაცვლითი, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე კვლევითი და ინსტიტუციური განვითარების პროექტების მიმართულებით.

 

საერთაშორისო განათლების ეროვნული ასოციაციის (NAFSA – national association of international educators) ყოველწლიური გამოფენა-კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას, ცნობადობისა და პოზიციონირების გაზრდას.