აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, NJCU (ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტმა) მასშტაბური კურსდამთავრებულთა ცერემონია გამართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას.
სტუდენტებმა ბოლო სემესტრი ამერიკაში, NJCU-ში გაატარეს და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები ადგილობრივ დიპლომთან ერთად, ამერიკულ დიპლომსაც მიიღებენ. ერთობლივი პროგრამა საერთაშორისო გამოცდილების გამორჩეულ შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა სამ წელზე მეტია, რაც არსებობს და წელს პირველად ყავს კურსდამთავრებულები. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ისე ტექნოლოგიების სკოლისთვის და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე.