"თეატრი ერას" პიესის „ზოოპარკის ამბავი“ პრემიერა

13 ნოემბერი 2024

7 ნოემბერს, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური მხარდაჭერით, "თეატრი ერას" მიერ დადგმული ედვარდ ოლბის პიესის „ზოოპარკის ამბავი“ პრემიერა გაიმართა.

 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ანარ რაფიგოღლუ, ხოლო მსახიობები არიან იდრის ელნუროღლუ და ელნურ ველიზადე. სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება 11 ნოემბერს გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ „თეატრი ერა“ არის საქართველოს პირველი დამოუკიდებელი თეატრი, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა დააარსეს.