კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3-წლიანი პროგრამის მეორე ნაკადმა სწავლა წარმატებით დაასრულა

20 მაისი 2026

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში, NJCU-მ (ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტი) კურსდამთავრებულთა მასშტაბური ცერემონია გამართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3-წლიანი პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 

სტუდენტებმა ბოლო სემესტრი ამერიკაში, NJCU-ში გაატარეს და პროგრამა წარმატებით დაასრულეს.

 

ერთობლივი პროგრამა სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის მათთვის კარიერული განვითარების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ოთხ წელზე მეტია ფუნქციონირებს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ისე ტექნოლოგიების სკოლისთვის და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის მიმართულებით.