Jean Monnet Project DataSecSchool-ის ფარგლებში სტუდენტთა სეზონური სკოლის მეორე სესია ჩატარდა

7 მაისი 2024

DataSecSchool გთავაზობთ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც შედგება ოთხი შემუშავებული კურსისგან, რომელიც მოიცავს ისეთ აუცილებელ თემებს, როგორიცაა კიბერჰიგიენა, სისტემისა და ქსელის დაცვა, კრიპტოგრაფია და მონაცემთა დაცვა და GDPR შესაბამისობა. პრაქტიკული უნარებისა და ინდუსტრიის აქტუალური თემატიკის ცოდნის გაცემაზე ფოკუსირებით, ეს პროგრამა იდეალურია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი უნარ შესაძლებლობების გაძლიერება.

 

სეზონური სკოლის ბოლო ეტაპზე პროფესორი მაქსიმ იავიჩი და ბატონი არჩილ შენგელია ჩაატარებენ ლექციებს კრიპტოგრაფიის და სისტემის და ქსელის დაცვის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება EU_ს თანადაფინანსებით და ქართველი მსმენელებისთვის არის სრულიად უფასო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.