სახელმწიფო აუდიტის სამსახური CU-ის სტუდენტებს შეხვდა

6 მარტი 2024

5 მარტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური CU-ის  სტუდენტებს შეხვდა, შეხვედრის ფარგლებში, აუდიტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია კონკურსის შესახებ, აუდიტორ-სტაჟიორის პოზიციაზე.

 

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც აუდიტორ-სტაჟიორები პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით.

 

ანაზღაურებადი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

 

შეხვედრას ორგანიზება გაუწია კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურმა.