რედბაუდის უნივერისიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტმა 27 აპრილი -12 მაისის თარიღებში რედბაუდის უნივერსიტეტის, ნიდერლანდები (Radboud University, Netherlands), ბიზნეს სამართლის პროფესორს ბენ შუილინგს უმასპინძლა.



პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტს ბიზნეს სამართლის მიმართულებით კვლევითი ვიზიტით ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანთან - სოფიო შენგელიასთან და სკოლის ასოცირებულ პროფესორებთან - გიორგი გიგუაშვილთან, სიმონ ტაკაშვილსა და გიორგი უსტიაშვილთან.



შეხვედრებისას კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რედბაუდის უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის მიმართულებაზე და ასევე გაეზიარებინათ ინფორმაცია კავკასიის სამართლის სკოლის შესახებ.



აღსანიშნავია, რომ რედბაუდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია Erasmus+_ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.