თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ - გამარჯვებული CSB-ის სტუდენტია

2 აპრილი 2024

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-5 ნაკადში პირველი ადგილი  კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გვანცა ხახიაშვილმა თავის თანაგუნდელთან ერთად დაიკავა.

 

გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდო - S&P 500 ფონდი გადაეცა.

 

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 22 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 215 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის განმავლობაში, სხვადასხვა დავალებაზე იმუშავეს. ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

 

გვანცას ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას!