20, 21 და 22 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის ტარდება ტრენინგ მოდული საპროექტო წინადადებების მომზადების შესახებ. ტრენინგს უძღვება ქეთევან ცინცაძე - განათლების კონსულტანტი, საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების განვითარების ექსპერტი.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, ხელი შეუწყოს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია ეფექტური პროექტების წერისათვის.
ტრენინგი ტარდება კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მხარდაჭერით.