კავკასიის მედიცინის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით, მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები” - „სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები - უპირატესობები და გამოწვევები“.
სემინარი მომზადებულია ევროპაში სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) სპეციალური კურსების - „ სამედიცინო განათლების ბაზისური უნარები და სამედიცინო განათლების შეფასების მეთოდები“ (ESME და ESMEA) მასალების მიხედვით. ტრენინგს უძღვებოდნენ AMEE საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა და კავკასიის ასოცირებული პროფესორი, მარიამ ველიჯანაშვილი.
სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები:
- Flipped classroom, role-play, bedside teaching, სიმულატორებთან სწავლება;
- სტუდენტის შეფასების მნიშვნელობა; უკუკავშირი - როგორც სტუდენტისმოტივაციის ფაქტორი;
- OSCE -OSPE-Mini-CEX გამოცდების პრაქტიკული ორგანიზების საკითხები;
- MCQ-ტესტი-ბრწყინვალება და ნაკლოვანება, ცალკეული ტიპები, გამოყენების სარგებელი და შეზღუდვები;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ძირითადი მიმართულებები სწავლებასა და სტუდენტის შეფასებაში.
სემინარს დაესწრნენ კავკასიის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები. მსმენელებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებლის თანახმად, სამედიცინო მეთოდოლოგიური ტრენინგის ყოველ 2 წელიწადში გავლა აუცილებელია თითოეული მედიკოსი ლექტორისათვის. ამჟამად უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი საბჭო განიხილავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებისა და სათანადო კვალიფიკაციის ტრენერების განსაზღვრის საკითხებს.
