ირმა გრძელიძისა და ეკა აკობიას სტატია აკადემიურ ჟურნალში -Transylvanian Review of Administrative Sciences (TRAS)

16 დეკემბერი 2024

სტატია კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის შესახებ გამოქვეყნდა 2024 წლის დეკემბრის TRAS-ის სპეციალურ ნომერში, რომელიც  უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის კავშირებს ეხება.

 

სტატიის თანაავტორები არიან ირმა გრძელიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის ოფისის ხელმძღვანელი და ეკა აკობია, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და პროფესორი.

 

სტატია ხაზს უსვამს განათლებისა და კვლევების მიღმა კავკასიის უნივერსიტეტის მზარდ წვლილს საზოგადოების განვითარებაში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა უწყვეტი განათლება, ცოდნის გადაცემა და საზოგადოების ჩართულობა.

 

ავტორები ხსნიან, თუ როგორ გაზარდა კავკასიის უნივერსიტეტმა საკუთარი მესამე მისიის კვალი ამ მიზნის უნივერსიტეტის სტრატეგიულ ჩარჩოში მოქცევით და რამდენიმე მიმართულებით მოქმდებათა განხორციელებით, უნივერსიტეტის მესამე მისიის შესაძლებლობების გასაფართოებლად საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. მესამე მისიის როლი გამოკვეთილია უნივერსიტეტის მონაწილეობით ისეთ პროექტებში, როგორიცაა Erasmus+ პროექტი „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE); ცხოვრების მანძილზე სწავლების წვლილი ხაზგასმულია კავკასიის უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების პროგრამებით, ხოლო ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი ხელს უწყობს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრი (EUPOLTRANS) სამაგალითოდ გადმოსცემს უნივერსიტეტის როლს საზოგადოების გაძლიერებაში  ევროკავშირის და საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის შესახებ განათლების ფართოდ ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფით.

 

გარდა ამისა, CU ხელს უწყობს გლობალურ დიალოგს ადგილობრივი შედეგებისთვის მესამე მისიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობით, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯებით. ამ ინიციატივების მეშვეობით, კავკასიის უნივერსიტეტი აძლიერებს საზოგადოებრივ ჩართულობას და საკუთარ წვლილს საზოგადოების წინსვლაში. კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს განაგრძოს ინვესტირება და აღნიშნული საკითხების პრიორიტეტიზაცია მესამე მისიის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.

 

Transylvanian Review of Administrative Sciences ინდექსირებულია ისეთ აკადემიურ ბაზებში, როგორიცაა Thompson Reuters Web of Knowledge; EBSCO; SCOPUS (Elsevier) და DOAJ.

 

სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ.