ხეების დარგვის აქცია კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში

27 აპრილი 2021

27 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში, წითელი ნეკერჩხლის და ირმის რქის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ანბანის ბაღში, ხეები დარგეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, პარლამენტის წევრმა, რიმა ბერაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურა ჩიკვილაძემ.

 

მნიშვნელოვანია რომ კავკასიის უნივერსიტეტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის დასუფთავების აქციებს, მაკულატურის გადამუშავებას, გამწვანების აქციებს.

 

მსგავსი ტიპის ღონისძიებებით, კავკასიის უნივერსიტეტი ზრუნავს გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე.