10 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, C10-ის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე - "როგორ და რატომ უნდა დაიწყო სტარტაპი?"
ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო სტარტაპის არსი, ჩარჩოებს მიღმა აზროვნება და სტარტაპიდეის განხორციელების დაწყების პროცესი.
ტრენინგს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ტრენინგი ჩაატარა C10-ის გუნდის წევრმა, კავკასიის უნივერსიტეტი ლექტორმა და მედიალაბის ხელმძღვანელმა, რუსუდან ჩაჩანიძემ.