გადაცემის თემა იყო "სტუდენტური თვითშემოქმედება უნივერსიტეტებში". მთავარ სტუმრებად მიწვეულები იყვნენ: ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი მეგრელიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ალფაიძე და ილიაუნის თეატრის დირექტორი ნატა თვალჭრელიძე.
სტუმრებმა განიხილეს ის, თუ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს მოახდინონ თვითრეალიზაცია საკუთარ უნივერსიტეტებში. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, თეატრალურ დასზე, კინოკლუბსა და კლასიკური მუსიკის საღამოებზე კი ხატია ალფაიძემ ისაუბრა და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია გააცნო.