СU იმედის დილაში

11 იანვარი
"START GAME"–ის პრეზენტაცია სახალისო ფორმით გამართეს და სტუდიაში თამაშის იმიტირებული ვერსია გადაცემის წამყვანებთან ერთად გაითამაშეს.

გადაცემის სპეციალური სტუმრები იყვნენ ასევე მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ელენე ჯღარკავა და იდეის ავტორი ბექა ადამაშვილი. სტუმრებმა თამაშის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ტიპის თამაშების შეთავაზებას პირველკურსელებისთვის სამომავლოდაც გეგმავენ.

სტუდენტები ლოგიკური საკითხების ამოსახსნელად ორ გუნდად დაიყვნენ. მონაწილეებს ზუსტად ერთი წუთი ჰქონდათ დრო, რომ მათთვის მიცემული კითხვები ამოეხსნათ. ყოველი კითხვის პასუხი იმ სავარაუდო ადგილზე მიუთითებდა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის სიმბოლო – ბუ იქნებოდა დამალული.

მოთამაშეებს სულ 8 კითხვა დაურიგდათ, შესაბამისად, სტუდენტებს სტუდიის სხვადასხვა ადგილებში დამალული 8 ბუს მოძებნა მოუხდათ.

თამაში შავ–მაისურიანი გუნდის უპირატესობით დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ თამაში "START GAME" კავკასიის უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის შეიქმნა. პროექტში ჩართული სტუდენტები მინიშნებების ამოხსნის შემდეგ სხვადასხვა ეტაპზე გადიან. "START GAME"–ის გამარჯვებულები საკუთარ სკოლას შიდა–სასკოლო ჩემპიონატში "CU CUP" დააწინაურებენ.



{phocagallery view=category|categoryid=113|limitstart=0|limitcount=0}