კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი გდანსკის უნივერსიტეტში, პოლონეთი

29 ივნისი 2022

20-24 ივნისს, გდანსკის უნივერსიტეტმა, პოლონეთი (University of Gdansk, Poland), Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.

 

კავკასიის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდნენ მერი ხვიჩია-მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი, ელენე დავითაშვილი- კომუნიკაციების მენეჯერი, თამთა კაკრიაშვილი- კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, ვარდო კოპალეიშვილი- კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრაციული დირექტორი, ნათია მაკარიძე - ბიბლიოთეკის დირექტორი, მარიამ ოქრუაშვილი- სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთინო შენგელია- სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე და თინიკო გიოშვილი- პერსონალის მართვის დეპარტამენტის და კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის მენეჯერი.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის სტრუქტურა, პროგრამები და მიღწევები საერთაშორისო მიმართულებით, ასევე უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ძირითადი მიმართულებები.

 

გდანსკის უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორია პოლონეთში. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.