გდანსკის უნივერიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი

24 მაისი 2021

 

17-23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის აკადემიური მობილობის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის (University of Gdansk,Poland)პროფესორებს, ედვარდას ჯუჩნევისიუსა (Edvardas Juchnevicius) და დამიან სიმანს (Damian Cyman) უმასპინძლა.

 

ვიზიტის მსვლელობისას სამუშაო შეხვედრები გაიმართა კავკასიის ეკონიმიკის სკოლის დეკანთან, იოსებ ბერიკაშვილთან და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, იოსებ ნანობაშვილთან. შეხვედრებზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

 

მობილობის ფარგლებში ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლექცია თემაზე: საერთაშორისო და ევროპული საგადასახადო სამართალი.

 

გდანსკის  უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.

 

მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო აკადემიურ პერსონალი ეწვია კავაკსიის უნივერსიტეტის კამპუსს.