კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იოჰანესბურგის უნივერსიტეტთან (University of Johannesburg) გააფორმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა ტშიილიძი მარვალამ (Tshilidzi Marwala). გაფორმებული შეთანხმების მიზანია სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ვიცე-კანცლერთან ერთად სტუმრობდნენ იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებიც, კერძოდ: დოქტორი ნოლითა ვუკუზა - უფროსი აღმასრულებელი დირექტორი (Dr. Nolitha Vukuza: Senior Executive Director), პროფესორი კოსტა გეორგიუსო (Prof Costa Georghiou), პროფესორი დეონ გელდენჰუის (Prof. Deon Geldenhuys) და ანისა ხანი, აკადემიური სერვისების დირექტორი (Ms Anisa Khan- Director of Academic Service).
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. გამოთქვეს მზაობა საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერებებისა თანამშრომლობაზე.
პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, დეკანები და დეპარტამენტის დირექტორები. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებსა და მოკლევადიან პროგრამებს სტუდენტებისთვის.