16-20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კოჩის უნივერსიტეტის, თურქეთი (Koc University, Turkey) პროფესორს, პინარ ოზბეკს, Erasmus + აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
მოწვეული პროფესორისთვის, სალექციო საათები დაიგეგმა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებთან, დამატებით კი შეხვედრა გაიმართა სკოლის დეკანთან - დავით ნატროშვილთან და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან თინათინ გიორგაძესთან.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კოჩის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.