ურთიერთანამშრობლობა კავკასიის უნივერსიტეტსა და გდანსკის უნივერსიტეტს შორის, პოლონეთი

11 დეკემბერი 2019

                                                              

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და გდანსკის უნივერსიტეტს შორის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში (KA 107), შიდა-საუნივერსიტეტო ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

გდანსკის უნივერსიტეტი ერაზმუს პლიუსის პროგრამის, კერძოდ კი 2019-2021 წლის პროექტის კიდევ ერთი ახალი პარტნიორი უნივერსიტეტია პოლონეთში. თანამშრომლობის  მიზანია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისა და ორმხრივი კოლაბორაციის ხელშეწყობა სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მობილობები სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა არის ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებადი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას მობილობის სრული პერიოდისთვის.