ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

1 აპრილი 2019

2018-2019 აკადემიურ  წელს კავკასიის უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ორგანიზაციებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შედეგად კავკასიის უნივერსიტეტს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს დასაქმების 98%-იანი მაჩვენებელი აქვს.

 

აღნიშნული სასწავლო წლის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან; უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტთან;  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; აუდიტორულ კომპანია Nexia TA-სთან; შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯთან; ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან; თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან. ასევე, ერთობლივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის.

კავკასიის უნივერსიტეტს პარტნიორ ორგანიზაციებთან 132 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რაც პროგრამული განვითარებისა და სტუდენტების დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია.