ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

27 მარტი 2017

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და სასტუმრო „სითი ავენიუს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიაში სტუდენტების მიერ სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას. მისი მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება და დარგობრივი კომპეტენციების გაღრმავება.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანმა ნინო კალანდაძემ და „სითი ავენიუს“ დირექტორმა გიორგი ყეინაშვილმა.