ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინჰას უნივერსიტეტთან

22 იანვარი 2022

21 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ტაშკენტის ინჰას უნივერსიტეტის რექტორს, მუზაფარ ჯალალოვს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაფრომდა ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმ კავკასიის უნივერსიტეტსა და ინჰას უნივერსიტეტს შორის. 

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებზე.  მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი მოკლევადიანი საზაფხულო გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობები.

 

ტაშკენტის ინჰას უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ტექნოლოგიების მიმართულებით.