ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და სკოლა აიბი მთიებს შორის

18 მაისი 2019

18 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სკოლა აიბი მთიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, უნივერსიტეტის და სკოლის განვითარების მიზნით ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე, მოაწყობენ საგნმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს და მასში ჩართავენ როგორც სტუდენტებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სკოლა აიბი მთიების დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ.