ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტთან და ბუღალტერთა კავშირთან

7 ოქტომბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბუღალტერთა კავშირთან და მის  ბაზაზე შექმნილ საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტთან.

 

მემორანდუმის მიზანია, სტუდენტების დახმარება ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ  პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული განმტკიცება, გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების განმტკიცება და შესაბამისი  უნარების განვითარება.

 

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებასა და განზოგადებაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებასა და სტაჟირების/დასაქმების შესაძლებლობაში.