29 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სასტუმრო „ივერია ინნს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სასტუმრო „ივერია ინნ“ დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ.
მემორანდუმი მიზანად ისახავს სამომავლო თანამშრომლობასა და სტუდენტების სტაჟირებას სხვდასხვა მიმართულებით.