ურთიერთთანამშრომლობის მემორმანდუმი ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტთან

19 ივლისი 2019

19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორმანდუმი ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტთან (New Jersey City University) გააფორმა.

 

ურთიერთთამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სიუ ჰენდერსონმა (Sue Henderson). გაფორმებული შეთანხმების მიზანია, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სასწავლო სემესტრი ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გაატარონ.

 

სიუ ჰენდერსონის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. გამოთქვეს მზაობა მედიის, მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერებებისა და ბიზნესის მიმართულებებით თანამშრომლობაზე.

 

პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, დეკანები და დეპარტამენტის დირექტორები. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება,რომლის ფარგლებშიც პარტნიორი უნივერსიტეტები განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებსა და მოკლევადიან პროგრამებს სტუდენტებისთვის.