აშშ-ის სენატის საჩუქარი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს

9 ივნისი 2021

 

აშშ-ის სენატმა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას ამერიკის შეერთებული შტატების დროშა, საქართველოს რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გამოუგზავნა.

დროშა, რომელიც კახა შენგელიას, შეერთებული შტატების სენატორმა, დაიან ფაინშტაინმა გამოუგზავნა, 2021 წლის 5 აპრილს, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე მის პატივსაცემად ფრიალებდა.

ეს დროშა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, საპატიო ადგილას შეინახება.