საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის, შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან

27 დეკემბერი 2022

27 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს, უმასპინძლა, რომელიც CU-ის სტუდენტებს შეხვდა.

 

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამერიკის ელჩისთვის მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები დაესვათ. ელჩმა დეგნანმა ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, სტუდენტების როლზე პროცესში, აშშ-ს საელჩოს განათლების პროგრამებზე და ა.შ. მან ასევე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გააცნო როგორც ჟურნალისტიკის, ასევე დიპლომატიის მიმართულებით.

 

ელჩს უმასპინძლეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ და კავკასიის მედიის სკოლის დეკანმა - ნინო ჟიჟილაშვილმა.  

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის როგორც ქორეოგრაფიული, ასევე ფოლკლორული ანსამბლების საჩვენებელი კონცერტი.