სოციალურ და განათლების მეცნიერებათა V საერთაშორისო კონფერენცია სტამბოლის გელიშიმ უნივერსიტეტში

21 ოქტომბერი 2025

17-18 ოქტომბერს, სტამბოლის გელიშიმ  უნივერსიტეტმა უმასპინძლა სოციალურ და განათლების მეცნიერებათა V საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდა 20-ზე მეტი ქვეყნის 130 მკვლევარი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე აღნიშნული კონფერენციაში მონაწილეობდა COST CA 22124 ECO4ALL კონფერენციის დისემინაციის გრანტის ფარგლებში.

 

მისი მოხსენება „ევროკავშირის გაფართოების პაკეტი 2024 და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გამოწვევები გაფართოების ქვეყნებში - საქართველოს მაგალითი“ შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გატარებული გარემოსდაცვით რეფორმებს და მათ შესაბამისობას EU 2024 გაფართოების პაკეტის შეფასებასა და რეკომენდაციებთან. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა და გაიმართა დისკუსია.