კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე

10 იანვარი 2023

სამუშაო მოვალეობები:

 

  • უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
  • იღებს წიგნებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას საბიბლიოთეკო საერთაშორისო სტანდარტებით ბიბლიოთეკის დირექტორთან ერთად;
  • უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ელექტრონულ და ქაღალდის კატალოგებში;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავებასა და აღრიცხვას;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში  სათანადო წესრიგის დაცვას;
  • ემსახურება მკითხველებს სამკითხველო დარბაზში;
  • ახდენს წიგნის საცავის მოვლასა და წიგნების გაცემა/მიღებას, დახარისხებას დადგენილი წესით;
  • აწარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალს;
  • კონსულტაციას უწევს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის თაობაზე;
  • ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემულ სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება ან დარგის შესაბამისი პროფესიული გადამზადება
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი;
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება - 600-800 ლარის ფარგლებში, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (აღნიშნული პერიოდი ანაზღაურებადია)

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  „ბიბლიოთეკარი.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023  წლის 22 იანვრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!