ფინანსების მართვის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

24 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, ფინანსების მართვის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას  სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • სტუდენტების გადასახდელი თანხების გადახდების აღრიცხვა, გრაფიკების შედგენა, ბაზაში ასახული გადასახდელი თანხების სისწორის შემოწმება, სტუდენტებთან კომუნიკაცია;
  • მისაღები სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა, ფაქტიურთან დადარება, ამ მიმართულებით მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • ფინანსების მართვის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის /ეკონომიკის/ ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. (მათ შორის Excel).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;

 

სამუშაო პირობები:

 

  • ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 800-1000 ლარის ფარგლებში (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  “სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერი“.

 

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023  წლის 2 აპრილის ჩათვლით.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 

 

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!