კავკასიის უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერის ვაკანსიას

5 აპრილი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

 

კავკასიის უნივერსიტეტის აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერი, საერთაშორისო მიმართულებით თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების  ტექნიკურ  საკითხებზე   დახმარებასა  და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
  • უფროს მენეჯერთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
  • ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
  • აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტრონულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
  • ახდენს ლექტორების მიერ ჩატარებული სალექციო საათების ჩატარება-აღდგენაზე შესაბამისი მონაცემების ბაზაში შეყვანას, მათ შორის დაცვის სამსახურის მიერ შეტანილი მონაცემების გადამოწმებას;
  • თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული  ბაზის წარმოებას;
  • აკვალიანებს სტუდენტებს  საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
  • ახორციელებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
  • ახორციელებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
  • ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
  • დამკვირვებლისგან იბარებს ოქმით  გაფორმებულ  საგამოცდო  ნამუშევრების რაოდენობას, პასუხისმგებელია საგამოცდო  ოქმის  მიხედვით  ამ  ნამუშევრებისათვის სპეციალური შიფრის მინიჭება, დახარისხებასა  და   ანონიმური სახით    საგამოცდო  ნამუშევრების  ლექტორისათვის გადაცემაზე, ასევე,   ლექტორისაგან გასწორებული, საგამოცდო ნამუშევრების  ოქმში აღწერილი მონაცემების  დაცვით  ჩაბარებასა  და    ანონიმური ნაშრომების განშიფვრაზე.
  • უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანას ნიშნების ბაზაში;
  • უფროს მენეჯერთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საბოლოო სემესტრული შეფასების ელექტრონული უწყისის შექმნას და ბაზაში ატვირთვას;
  • კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
  • მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების  პროცესში;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში;
  • ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემულ  სხვა დავალებებს. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Word, Excel და PowerPoint) ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი;
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი.

 

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 900-1000 ლარის ფარგლებში. დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ( ანაზღაურებადი).

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება:  სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მენეჯერი საერთაშორისო მიმართულებით“

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023  წლის 17 აპრილის ჩათვლით.

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს  განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!