ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი 2026

25 მაისი 2026

25 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში „ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი“ ჩატარდა. ჩემპიონატზე სიტყვით გამოვიდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

ჩემპიონატში კავკასიის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა და თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

 

მატჩების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები ვალერი თელიას ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - ზვიად ძიძიგური;
  • II ადგილი - თამარ ლოევენი (კავკასიის ბიზნესის სკოლა);
  • III ადგილი - ნინო მიქაძე.

 

გამარჯვებულს ჩემპიონატის სახელობითი ნარდი და გარდამავალი თასი გადაეცა.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე მონაწილეს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, ჩემპიონატის სპონსორების - ჩანთებისა და აქსესუარების ბრენდი „COSMO“-სა და გამომცემლობა „ინტელექტის“ საჩუქრები გადაეცათ.

 

ჩემპიონატი საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, სპონსორსა და მხარდამჭერს ჩართულობისთვის.