კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალური ასამბლეაზე

15 აპრილი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით,  ირენა მელუა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ ასამბლეასა და ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებოდა. ღონისძიებას 10-12 აპრილს, სვონსის უნივერსიტეტმა (უელსი) უმასპინძლა.

 

წლევანდელი კონფერენციის თემა გახლდათ - "უნივერსიტეტები ევროპაში: კეთილსინდისიერება ცვლილებების დროს“, რომლის გარშემო სხვადასხვა ფორმატში გაიმართა დისკუსიები, შეხვედრები, სესიები.

 

ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო  გაერთიანებაა, რომელიც 800-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 48 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარ რექტორთა ეროვნულ კონფერენციას აერთიანებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.