ირანის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

20 ივლისი 2020

20 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს და მის მეუღლეს სოჰეილა მოყადამნიას უმასპინძლა. ეს იყო ელჩის სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის ბოლო ვიზიტი ელჩის ამპლუაში, რადგან მან მისი დიპლომატიური მოღვაწეობა საქართველოში დაასრულა.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და წარმომადგენლებს შეხვდნენ და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
 

შეხვედრაზე კახა შენგელიამ სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს მადლობის სიგელი გადასცა.