ფრანკოფონიის სპეციალიზირებული ინსტიტუტის რექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ნოემბერი 2022

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ  ფრანკოფონიის სპეციალიზირებული ინსტიტუტის რექტორს ნიკოლა მაინეტს უმასპინძლა. 

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ირენა მელუასთან, ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, დავით ნატროშვილთან და ტურიზმის სკოლის დეკანთან, დიკო კოპალეიშვილთან, აგრეთვე შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. 


შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის  სასტიპენდიო და მოკლევადიანი ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით. 

 

ფრანკოფონიის სპეციალიზირებული ინსტიტუტი -  Accueil | ESFAM-AUF  მდებარეობს ბულგარეთში და სტუდენტებს  სთავაზობს ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და ტურიზმის მიმართულებით.