მედიცინის სკოლის სტუდენტების ვიზიტი-მეგალაბში

20 ივლისი 2026

კავკასიის მედიცინის სკოლის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ „მეგალაბში“, სადაც გაეცნენ პათოლოგიის სამსახურის მუშაობის სპეციფიკასა და თანამედროვე ლაბორატორიულ პროცესებს.

 

ვიზიტს უძღვებოდა კავკასიის მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორი, პათოლოგანატომი გურანდა ქობალია, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გააცნო პათოლოგიის ძირითადი მიმართულებები და ანატომიასა და პათოლოგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.