18 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, ანჟერის უნივერსიტეტის (Université d’Angers) წარმომადგენლებს: ენოლოგ, ჟან-მიშელ მონიესა (de Jean-Michel MONNIER) და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენელს, გიორგი კონრად-კუტაშვილს (George CONRAD-KUTASHVILI) უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ანჟერის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს სტუმრობდნენ: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი,დავიდ ტერტრი (David Tertre), საფრანგეთის საელჩოს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ატაშე, ნასტასია დომპსი (Nastasia Dhomps) და კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, ნათია მსხალაძე.
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, ბუბა ლეჟავასთან და კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანთან, ნინო კალანდაძესთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებზე ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში, აგრეთვე მოკლევადიანი პროგრამების ერთობლივად განხორციელებაზე ტურიზმის მიმართულებით.
ანჟერის უნივერსიტეტის (Université d’Angers) ტურიზმის სკოლა - ESTHUA, ყველაზე მასშტაბური ტურიზმის სკოლაა საფრანგეთში პროგრამების ფართო არჩევანითა და საერთაშორისო გამოცდილებით.