21-25 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა კოჩის უნივერსიტეტის, თურქეთი, პროფესორს, ჩეთინ ჩელიკს ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან - კესო ესებუასთან.
აღსანიშნავია, რომ კოჩის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტთა მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.