14-18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, სოპოტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, პოლონეთი, არქიტექტურის ფაკულტეტის წარმომადგენელს - ბეატა ლიედტკეს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. ასევე, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანთან მარიამ მენაბდესა და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან, გვანცა ხელაიასთან.
აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, სოპოტის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტში.